Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის   დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნინო ფიფიას  სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 03 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N257 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე–5 ნაწილის 5.2 და 5.3 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გამგეობის 2012 წლის 19 დეკემბრის სხდომის N24 ოქმისა და დოქტორანტ ნინო ფიფიას  2012 წლის 19 დეკემბრის მომართვის საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის   დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნინო ფიფიას  სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 03 დეკემბრის №53 ბრძანებაში და  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1. ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნინო ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართოს 2013 წლის 10 იანვარს, 13:00 საათზე, თსუ–ის V კორპუსში, 313 -ე აუდიტორიაში“.
2.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი                                                                                                                            დარეჯან თვალთვაძე